მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რუსეთი მოლაპარაკებების გამართვას აპირებს ყირგიზეთთან სამხედრო ბაზის განთავსების პირობებზე

გამოწერა
ამ თემაზე ”განხილვა ჯერ კიდევ ბაკიევის პრეზიდენტობის დროს დაიწყო მათივე წინადადებით, შემდეგ, ამ საკითხის განხილვა მიჩუმდა, ყირგიზეთის მხრიდან არ ყოფილა ენთუზიაზმი”.

 

მოსკოვი, 16  სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. რუსეთი მზად არის მოლაპარაკებები დაიწყოს ყირგიზეთში რუსული სამხედრო ბაზის განთავსების პირობების შესახებ მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანაში გაიმართება არჩევნები, განაცხადა ხუთშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

მოდით, დავიცადოთ, როდესაც ყირგიზეთში ჩატარდება არჩევნები, მაშინ ყირგიზეთში ჩამოყალიბდება მთავრობა, რომელიც იქნება არა დროებითი, არამედ მუდმივი. იმედი მაქვს, მაშინ ჩვენ შევძლებთ სრული სინათლის მოფენას, თუ როგორი იქნება ყირგიზეთის წინადადებები ამ საკითხზე.  ჩვენ, ჩვენი მხრივ, მზად ვართ ამ მოლაპარაკებებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ იყოს ყირგიზული მხარის მზადყოფნა”, - განაცხადა ლავროვმა მოსკოვში თავის კანადელ კოლეგასთან შეხვედრის თაობაზე გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან გაიხსენა, რომ ამ თემაზეგანხილვა ჯერ კიდევ ბაკიევის პრეზიდენტობის დროს დაიწყო მათივე წინადადებით, შემდეგ, ამ საკითხის განხილვა მიჩუმდა, ყირგიზეთის მხრიდან არ ყოფილა ენთუზიაზმი”, - იუწყებარია ნოვოსტი”.

საკითხი იმას ეხება, რომ გაირკვეს და უფრო გაძლიერდეს ჩვენი სამხედრო ყოფნა ყირგიზეთში სახელმწიფოთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე, რაც უკვე არაერთი წელია ირკვევა”, - განაცხადა ლავროვმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0