მოსკოვი, 16 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. რუსეთს არ მიუღია ოფიციალური მიწვევა ნატოსგან, ალიანსის სამიტში მონაწილეობა მიღების თაობაზე, რომელიც ნოემბერში ლისაბონში გაიმართება, - განაცხადა ხუთშაბათს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
მანამდე, დასავლური მედია იუწყებოდა, რომ ნატოს წარმომადგენლებმა მოსკოვში გაგზავნეს შესაბამისი მოწვევა, - იუწყება ”რია ნოვოსტი”.
”მე მოვისმინე დასავლური მედიის განცხადებების შესახებ, თუმცა, როგორც, სამწუხაროდ, ხშირად ხდება ხოლმე, მედია, აღნიშნულ შემთხვევაში უსწრებს ოფიციალურ არხებს. ოფიციალური არხებით ჩვენ არაფერი მიგვიღია”, - განაცხადა ლავროვმა, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვაზე პასუხისას.