საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელს შეხვდა - პრეს-სამსახური

გამოწერა
ოთხშაბათს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ თბილისში მყოფი ევროპის საბჭოს სამარპამენტო ასამბლეის წევრი ხრისტოს პურგურიდესი მიიღო, აცნობეს სააგენტო ”ახალი ამბები - საქართველოს” საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში.

 

МИД Грузии

თბილისი, 15 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. ოთხშაბათს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ თბილისში მყოფი ევროპის საბჭოს სამარპამენტო ასამბლეის წევრი ხრისტოს პურგურიდესი მიიღო, აცნობეს სააგენტო ”ახალი ამბები - საქართველოს” საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, აღნიშნულია განცხადებაში.

ხრისტოს პურგურიდესი ასევე არის კვიპროსის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატი და მხარეებმა ასევე საქართველოსა და კვიპროსის თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი განიხილეს.

პურგურიდესი საქართველოში ოთხშაბათს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიული საკითხების და ადამიანის უფლებების კომიტეტის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა, რომელიც 16-17 სექტემბერს თბილისში გაიმართება. მას მითითებული კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარის თანამდებობა უკავია.

ყველა ახალი ამბავი
0