თემურ ქეცბაია მონაწილეობას მიიღებს მადრიდში დაგეგმილ უეფას კონფერენციაში

გამოწერა
კონფერენციაზე განხილული იქნება თანამედროვე ფეხბურთის განვითარების პრობლემები და ტენდენციები, სამხრეთ აფრიკაში გამართული მუნდიალის შედეგები.

თბილისი, 15 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“, მურად ალაშვილი. ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია 22–26 სექტემბერს მადრიდში გაემგზავრება, რათა მონაწილეობა მიიღოს უეფას მე–9 კონფერენციის მუშაობაში.

ესპანეთის დედაქალაქში დაგეგმილ საფეხბურთო ფორუმზე ასევე მიწვეულნი არიან 53 ქვეყნის ეროვნული ნაკრებების მწვრთნელები.

როგორც „ახალი ამბები – საქართველოს“ კორესპონდენტს ფეხბურთის ფედერაციის პრეს–სამსახურში განუცხადეს, კონფერენციაზე განხილული იქნება თანამედროვე ფეხბურთის განვითარების პრობლემები და ტენდენციები, სამხრეთ აფრიკაში გამართული მუნდიალის შედეგები. 

ფორუმის ფარგლებში გაიმართება 2010 წლის სეზონში გამორჩეული მწვრთნელების დაჯილდოების ცერემონიალი. თუმცა, ნომინანტების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. 

ყველა ახალი ამბავი
0