პრაღაში საქართველოს დღეები გაიმართება - საგარეო საქმეთა სამინისტრო

გამოწერა
22 და 23 სექტემბერს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ”საქართველოს დღეები” ჩატარდება, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში ოთხშაბათს.

 

Прага Чехия

თბილისი, 15 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. 22 და 23 სექტემბერს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ”საქართველოს დღეები” ჩატარდება, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში ოთხშაბათს.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და პრაღის მერია.

”საქართველოს დღეები პრაღაში”-ს ფარგლებში ჩეხეთის დედაქალაქში 22 სექტემბერს გაიმართება საქართველოს სიმღერის და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლის ”რუსთავის” კონცერტი, ხოლო 23 სექტემბერს - ქართული ფილმების ჩვენება.

კულტურული ღონისძიებების პარალელურად ვაცლავის მოედანზე 22-23 სექტემბერს გაიმართება ქართული ღვინოების, ასევე მინერალური წყლის და ბრენდის ”ბორჯომის” პრეზენტაცია და დეგუსტაცია.

”საქართველოს დღეებთან” დაკავშირებით პრაღაში საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დელეგაცია ჩავა.

ყველა ახალი ამბავი
0