თბილისი, 15 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. ყველა სუვერენულ ქვეყანას აქვს საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფის უფლება, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში, რომელიც საქართველოში იარაღის მიწოდების საკითხს ეხებოდა, იუწყებიან ოთხშაბათს ქართული ტელევიზიები.
”აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეული სამხედრო დახმარება მეტწილად განპირობებულია ამ ქვეყნის მონაწილეობით ავღანეთის საერთაშორისო ოპერაციაში”, - გეიტსის სიტყვების ციტირებას ტელეკომპანია ”რუსთავი-2” ახდენს.
გეიტსის თქმით, ის სამხედრო წვრთნები, რომლებიც საქართველოში აშშ-ის დაფინანსებით ტარდება, ხორციელდება, რადგანაც ”ქართველებს თავად სურთ ავღანეთში ჩვენს ოპერაციაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა”,- განაცხადა მან.