თბილისი, 15 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. სომხეთში რუსული გაზის მიწოდება, რომელიც ტრანზიტით საქართველოს გავლით გადის, მაგისტრალურ გაზსადენზე რემონტის გამო სრულად არის შეწყვეტილი 17 სექტემბერამდე, განუცხადეს ოთხშაბათს სააგენტო ”ახალი ამბები - სომხეთს” სომხურ-რუსული კომპანია ”არმროსგაზპრომის” პრეს-სამსახურში. ეს კომპანია სომხეთის შიდა ბაზარზე რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების და განაწილების სფეროში მონოპოლისტი კომპანიაა.
სომხურ-რუსულ კომპანიაში განაცხადეს, რომ გაზის მიწოდების დროებითი შეწყვეტა მომხმარებელზე არ აისახება.
”15-დან 17 სექტემბრის ჩათვლით მაგისტრალურ გაზსადენზე ”ჩრდილოეთ კავკასია - სამხრეთ კავკასია” პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით საქართველოსა და სომხეთში ბუნებრივი გაზის მიწოდება სრულად წყდება. სარემონტო სამუშაოებს ატარებს შპს ”გაზპრომ ტრანსგაზ სტავროპოლი”, - აღნიშნულია ”არმროსგაზპრომის” პრეს-რელიზში.
სომხეთის მომხმარებელთა გაზმომარაგება, აუცილებლობის შემთხვევაში, აბოვიანსკის მიწისქვეშა გაზსაცავიდან ხორციელდება, რომელიც მრეწველობით გაზის მოხმარებაში სეზონური და პიკური არათანაბარზომიერების დარეგულირებას უზრუნველყოფს, ასევე უმნიშვნელოვანესი მომხმარებლების გაზით მომარაგებას.