თბილისი, 15 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. 15 სექტემბრიდან პოლონური ავიაკომპანია LOT თბილისსა და ვარშავას შორის პირდაპირი ავიარეისების შესრულებას იწყებს, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს პოლონეთში საქართველოს საელჩოში.
რეისი ვარშავა-თბილისი შესრულდება ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს. გაფრენა 22.30 საათზე ვარშავის დროით, მოფრენა თბილისში - 03.50 თბილისის დროით.
რეისი თბილისი-ვარშავა შესრულდება ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას. გაფრენა 05.00 საათზე თბილისის დროით, ხოლო ვარშავაში ჩაფრენა - 06.40 ადგილობრივი დროით.
”აქამდე თბილისსა და ვარშავას შორის პირდაპირი რეგულარული რეისები არ სრულდებოდა, იყო მხოლოდ ჩარტერული რეისები”, - განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს თბილისის აეროპორტში.