ბრიტანელმა ტელეწამყვანმა ცრუ აღიარებისთვის პირობითი სასჯელი მიიღო

გამოწერა
ბრიტანული ქალაქ ნოტინჰემის სამაგისტრო სასამართლომ ტელეარხ ბი-ბი-სის წამყვანს, 71 წლის რეი გოსლინგს 90 დღით პირობითი სასჯელი შეუფარდა. მან სახალხოდ აღიარა მძიმედ დაავადებული საყვარლის მკვლელობა, შემდეგ კი საკუთარ სიტყვებზე უარი თქვა, იუწყება ოთხშაბათს ბი-ვი-სის ვებ-გვერდი.

 

Лондон, Великобритания

თბილისი, 15 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. ბრიტანული ქალაქ ნოტინჰემის სამაგისტრო სასამართლომ ტელეარხ ბი-ბი-სის წამყვანს, 71 წლის რეი გოსლინგს 90 დღით პირობითი სასჯელი შეუფარდა. მან სახალხოდ აღიარა მძიმედ დაავადებული საყვარლის მკვლელობა, შემდეგ კი საკუთარ სიტყვებზე უარი თქვა, იუწყება ოთხშაბათს ბი-ვი-სის ვებ-გვერდი.

წლის დასაწყისში ტელე და რადიომაუწყებლობის ვეტერანმა თავის ერთ-ერთ გადაცემაში მაყურებელს მოუთხრო, თუ როგორ დაახრჩო თითქმის 30 წლის წინ შიდსისთ დაავადებული თავისი საყვარელი პირდაპირ საავადმყოფოს პალატაში.

საგრაფო ნოტინჰემშირის პოლიციის თანამშრომლებმა გოსლინგი დააკავეს, მაგრამ მეორე დღესვე ის გირაოთი გაათავისუფლეს.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, გოსლინგს ბრალი მაინც წაუყენეს, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ის გამომძიებლებს არარსებულ ამბებს უყვებოდა და ისინი უფრო მნიშვნელოვან საქმეებს მოწყვიტა. სასამართლო სხდომის წინ ჟურნალისტებთან მისვლისას გოსლინგმა გაიმაეორა, რომ სკანდალური აღიარება პირდაპირ ეთერში გამოგონილი ისტორია იყო.

”მე ქვეყანაშიც არ ვყოფილვარ, როცა ის გარდაიცვალა. მაგრამ მე ამას გავაკეთებდი. ჩვენ შეთანხმება გვქონდა. ეს მოხდა, ის შიდსით მოკვდა. დედამისი მასთან იყო და ბოდიშს ვიხდი ყველა იმ ტანჯვისთვის, რაც მივაყენე”, - განაცხადა მან.

სასამართლო სხდომის მსვლელობისას ბრალდების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ”გოსლინგის საქმესთან” დაკავშირებით გამოძიება 16 თებერვლიდან მიმდინარეობდა და ამოქმედებული იყო პოლიციის და იუსტიციის ორგანოების 32 თანამშრომელი.

”დათვლილია, რომ საათების რაოდენობა, რომლებიც პოლიციელებმა რეი გოსლინგის ცრი ინფორმაციის გამოიძებაზე დახარჯეს, ერთი ათას რვაასს აჭარბებს”, - განაცხადა სასამართლოზე პროკურორმა სიმონ კლემენტსმა.

განაჩენი ითვალისწინებს 90 დღის თავისუფლების აღკვეთას და სასამართლო ხარჯების ანაზღაურებას 200 ფუნტი სტერლინგის ოდენობით.

ხანშიშესული მამაკაცის აღიარება ბრიტანული საზოგადოების ყურადღების ცენტრში მაშინვე მოექცა.

როგორც მაშინ გოსლინგმა განაცხადა, მან ექიმს სთხოვა, სულ ცოტა ხნით დაეტოვებინა ის ავადმყოფთან, რის შემდეგაც მან ”აიღო ბალიში და დაახრჩო საყვარელი”, როცა ექიმი დაბრუნდა, გოსლინგმა მას განუცხადა, რომ თავისი მეგობარი გარდაიცვალა. ამასთან, ტელეწამყვანი დაუღალავად იმეორებდა, რომ მან მხოლოდ პირობა შეასრულა, რომელიც საყვარელ ადამიანს მისცა, რომ შეწყვეტდა მის ტანჯვას, თუ ტკივილი აუტანელი გახდებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0