საფრანგეთი კვლავ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებისკენ

გამოწერა
საფრანგეთი მყარად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, განაცხადა საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა ევროპის საკითხებში პიერ ლელუშმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან თორნიკე გორდაძესთან შეხვედრაზე, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს საქართველოში საფრანგეთი საელჩოს პრეს-სამსახურში ორშაბათს.

 

Триумфальная арка, Париж, Франция

თბილისი, 13 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. საფრანგეთი მყარად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, განაცხადა საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა ევროპის საკითხებში პიერ ლელუშმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან თორნიკე გორდაძესთან შეხვედრაზე, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს საქართველოში საფრანგეთი საელჩოს პრეს-სამსახურში ორშაბათს.

საელჩოს ინფორმაციით, გორდაძის და ლელუშის შეხვედრა გასული კვირის ბოლოს საფრანგეთში შედგა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს და საფრანგეთის ორმხრივი ურთიერთობების, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხები. პიერ ლელუშმა კვლავ დაადასტურა საფრანგეთის მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებადი რეფორმებისადმი, აღნიშნულია განცხადებაში.

”ლელუშმა აღნიშნა, რომ ამა წლის ივლისში დაწყებული მოლაპარაკებები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირებული შეთანხმების შესახებ აჩვენებს ევროკავშირის და საფრანგეთის სურვილს, ხელი შეუწყონ ქართულ-რუსული კონფლიქტის გადაწყვეტას”, - აღნიშნულია განცხადებაში.

საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრი ასევე შეეხო ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის С-300 აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში განთავსების საკითხს.

”ლელუშმა აღნიშნა, რომ С-300-ის განთავსება რეგიონში სტაბილურობას ხელს არ უწყობს. სახელმწიფო მინისტრი რუსეთს თავშეკავებისკენ და 2008 წლის 8 აგვისტოს და 12 სექტემბერის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა შესრულებისკენ მოუწოდებს”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0