ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში საბრძოლო გამოცდილებას იღებენ - სააკაშვილი

გამოწერა
ქართველი ჯარისკაცები და ოფიცრები, რომლებიც ავღანეთში ISAF -ის ოპერაციაში ნატოს ეგიდით მონაწილეობენ, საჭირო საბრძოლო გამოცდილებას მიიღებენ, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ორშაბათს ქუთაისში, კადეტთა კორპუსის ახალი შენობის გახსნისას.

თბილისი, 13 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. ქართველი ჯარისკაცები და ოფიცრები, რომლებიც ავღანეთში ISAF -ის ოპერაციაში ნატოს ეგიდით მონაწილეობენ, საჭირო საბრძოლო გამოცდილებას მიიღებენ, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ორშაბათს ქუთაისში, კადეტთა კორპუსის ახალი შენობის გახსნისას.

ჯარის და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ შექმნილ პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია ბრძოლისუნარიანი ჯარის ყოლა და ამ თვალსაზრისით ავღანეთში ქართველი სამხედროების ყოფნის მნიშვნელობა აღნიშნა.

”ბევრი ამბობს - რისთვისაა ეს საჭირო, ჩვენ ჩვენი პრობლემები გვყოფნის... სწორედ აქედან გამომდინარე, რომ საქართველოს ბევრი პრობლემა აქვს, ჩვენთვის საუცილებელია საბრძოლო გამოცდილება და ეს უნიკალური სამხედრო სკოლა ჩვენი ჯარისკაცებისთვის”, - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ავღანეთის ოპერაციებში მონაწილეობა ქართულ ჯარს მსოფლიოს საუკეთესო ჯარებთან ინტეგრაციის შესაძლებლობას მისცემს.

”ეს რაღაც კონტექსტიდან ამოვარდნილი მისია არ არის, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი მისია და ბრძოლაა საქართველოსთვის”, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ყველა ახალი ამბავი
0