საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციას რასობრივი დისკრიმინაციის შესახებ კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს

გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკურ წმენდასა და რასობრივი დისკრიმინაციის შესახებ კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა სერგი კაპანაძემ ჰააგაში დაწყებული საერთაშორისო სასამართლოს კომენტარისას ორშაბათს, საქართველოს საგარეოპოლიტიკურ უწყებაში გამართული ტრადიციულ ბრიფინგზე.

 

МИД Грузии

თბილისი, 13 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკურ წმენდასა და რასობრივი დისკრიმინაციის შესახებ კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს, განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა სერგი კაპანაძემ ჰააგაში დაწყებული საერთაშორისო სასამართლოს კომენტარისას ორშაბათს, საქართველოს საგარეოპოლიტიკურ უწყებაში გამართული ტრადიციულ ბრიფინგზე.

საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი გაეროს საერთაშორისო სასამართლოში 2008 წლის 12 აგვისტოს შეიტანა. თბილისი მოსკოვს ადანაშაულებს 1965 წლის რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ საერთაშორისო კონვენციის დარვევაში და მის პასუხისმგებლობაში მიცემას მოითხოვს. საქართველო ამტკიცებს, რომ 1990 წლიდან მოყოლებული, რუსეთი უშუალოდ, ასევე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობების მხარდაჭერით, ქართული მოსახლეობის დისკრიმინაციას ახორციელებს. სასამართლოზე საქართველოს წარმოადგენს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თინა ბურჯალიანი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე. საქართველოს ინტერესებს ოთხი ადვოკატი იცავს - ჯეიმს კროუფორდი, ფილიპ სანდსი, პოლ რაიხლერი და პაია ახვანი.

”რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო კონვენცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ, რადგანაც საქართველოს მთელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური წმენდა მოხდა”, - განაცხადა კაპანაძემ.

მისი თქმით, სასამართლოს მორიგ რაუნდზე ზეპირი მოსმენები გაიმართება. ”სასამართლოში უკვე წარდგენილია წერილობითი განაცხადებები და ამჟამად მხარეები საკუთარ პოზიციებს გაიმეორებენ”, - აღნიშნა კაპანაძემ და დასძინა, რომ ”საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სასამართლო მოსმენების მსვლელობის შესახებ საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას წარუდგენს”.

მანამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თინა ბურჯალიანმა, რომელიც ჰააგაში იმყოფება, განაცხადა, რომ ქართულ მხარეს მყარი სამხილები აქვს, რაც ეთნიკური წმენდის და ქართული მოსახლეობის დისკრიმინაციის თაობაზე რუსეთის პასუხისმგებლობას ამტკიცებს.

ყველა ახალი ამბავი
0