საქართველოში არ შემოუშვეს პოლიტოლოგი ისრაელიდან ავიგდორ ესკინი

გამოწერა
ორშაბათს დილით საქართველოში არ შემოუშვეს ცნობილი პოლიტოლოგი ისრაელიდან ავიგდორ ესკინი, რომელიც თბილისში 15 სექტემბერს მრგვალი მაგიდის ”თვითმყოფადობა და გლობალიზაცია: გამოწვევები და პერსპექტივები” მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოფრინდა, განუცხადეს ”ახალი ამბები- საქართველოს” კორესპოსპონდენტს ”ერეკლე მეორის” საზოგადოებაში, რომელიც საქართველოს ხალხების მსოფლიო კონგრესის თბილისის ფილიალის ხელშეწყობით შეხვედრის ორგანიზატორია.

 

аэропорт

თბილისი, 13 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. ორშაბათს დილით საქართველოში არ შემოუშვეს ცნობილი პოლიტოლოგი ისრაელიდან ავიგდორ ესკინი, რომელიც თბილისში 15 სექტემბერს მრგვალი მაგიდის ”თვითმყოფადობა და გლობალიზაცია: გამოწვევები და პერსპექტივები” მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოფრინდა, განუცხადეს ”ახალი ამბები- საქართველოს” კორესპოსპონდენტს ”ერეკლე მეორის” საზოგადოებაში, რომელიც საქართველოს ხალხების მსოფლიო კონგრესის თბილისის ფილიალის ხელშეწყობით შეხვედრის ორგანიზატორია.

”უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი ესკინი საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ არასდროს გამოსულა. უფრო მეტიც, რუსეთიდან ქართველების მასობრივი დეპორტაციის დროს ის საკუთარ გამოსვლებში ქართველ ხალხს უჭერდა მხარს”, - განაცხადეს საზოგადოებაში.

”ერეკლე მეორის საზოგადოების წევრები ესკინისთვის საქართველოში ჩამოფრენისას მიყენებული უხერხულობის გამო დიდ მწუხარებას გამოთქვამენ”, - აღნიშნეს ორგანიზაციაში.

საქართველოს შსს-ში ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტისთვის ვითარების შესახებ არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ, მხოლოდ აღნიშნეს, რომ მომხდართან დაკავშირებით დამატებითი მონაცემების მიწოდებას ელოდებიან.

ავიგდორ ესკინი 1960 წელს მოსკოვში დაიბადა. ის ისრაელელი პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწეა. წერს ივრითულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. ინტერნეტში გახსნილი აქვს საკუთარი ვებ-გვერდი  http://www.avigdor-eskin.com

ყველა ახალი ამბავი
0