მთავარი დავალება ქართული დიპლომატიისთვის ინვესტიციების მოზიდვაა

გამოწერა
ხუთშაბათს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა უცხოეთში აკრედიტებული ქართული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე მთავარ დავალებად ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა დაასახელა, იუწყება ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტი.

 

Николоз Гилаури

თბილისი, 9 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. ხუთშაბათს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა უცხოეთში აკრედიტებული ქართული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე მთავარ დავალებად ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა დაასახელა, იუწყება ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტი.

”ელჩებისთვის პირველი მთავარი დავალება ახალი ინვესტიციების მოზიდვა და ნებისმიერ პოტენციურ ინვესტორთან საუბარია”, - განუცხადა გილაურმა ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ და დასძინა, რომ ელჩებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების და პერსპექტივების შესახებ საკუთარი მოხსენება წარუდგინა.

პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ დიპლომატიური კორპუსი მთავრობის მიერ მათთვის წარდგენილ ამოცანას გაუმკლავდება.

თბილისში მეორე დღეა, უცხოეთში ქართველი ელჩების ფორუმი ტარდება, სადაც განიხილება საგარეო პოლიტიკის საკითხები და მისი მიზნები მომავლისთვის. ფორუმის მსვლელობისას ელჩებს შეხვდნენ ეუთოს გენერალური მდივანი მარკ პერენ დე ბრიშამბო, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ სტუბი და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას პაეტი.

ხუთშაბათს ქართველ დიპლომატებს დახურულ კარს მიღმა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეხვდა.

ყველა ახალი ამბავი
0