ეუთოს სამიტი, საქართველოსთან დაკავშირებული უთანხმოებების გამო, შეიძლება ჩაშლის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს - ბრიშამბო

გამოწერა
ეუთოს სამიტი, რომლის ჩატარებაც დეკემბერში ასტანაში იგეგმება, საქართველოსთან დაკავშირებული პრობლემების გამო, შეიძლება ჩაშლის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს, განაცხადა ეუთოს გენერალურმა მდივანმა მარკ პერენ დე ბრიშამბომ ტელეკომპანია ”რუსთავი-2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ხუთშაბათს.

 

Штаб-квартира Организации по безопасности и сотрудничеству в Европе (ОБСЕ).

თბილისი, 9 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. ეუთოს სამიტი, რომლის ჩატარებაც დეკემბერში ასტანაში იგეგმება, საქართველოსთან დაკავშირებული პრობლემების გამო, შეიძლება ჩაშლის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს, განაცხადა ეუთოს გენერალურმა მდივანმა მარკ პერენ დე ბრიშამბომ ტელეკომპანია ”რუსთავი-2”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ხუთშაბათს.

”იმედი გვაქვს, რომ მხარეები ძირითად პრინციპებსა და გეგმებზე (სამიტის მუშაობის) შეთანხმებიან. თუმცა, ბუნებრივია, ბევრი კითხვა იქნება, რომლებზეც საერთო ენის გამონახვა საკმაოდ ძნელი იქნება. ამ თვალსაზრისით საქართველო ერთ-ერთი განსაკუთრებული ქვეყანაა. ესაა რეგიონი, რომელთან მიმართებაშიც ეუთოს წევრებს სხვადასხვა დამოკიდებულება აქვთ. საინტერესოა, შეძლებენ თუ არა მხარეები ერთმანეთის განსხვავებულ მოსაზრებებს პატივისცემით მოეპყრან და ორმხრივი კონსტრუქციული გადაწყვეტილება მიიღონ. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს სამიტში სერიოზული განხეთქილების შეტანა შეუძლია და შეხვედრა შეიძლება ჩაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს”, - განაცხადა ბრიშამბომ.

ბრიშამბო საქართველოში ერთდღიანი ვიზიტით გუშინ იმყოფებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0