ვლადიკავკაზში მომხდარი აფეთქების შედეგად მინიმუმ რვა ადამიანი დაიღუპა, ათობით - დაიჭრა

გამოწერა
ხუთშაბათს დილით ვლადიკავკაზის ცენტრალური ბაზრის შესასვლელთან აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც, ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, მინიმუმ რვა ადამიანი დაიღუპა.

 

Владикавказ, теракт

თბილისი, 9 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. ხუთშაბათს დილით ვლადიკავკაზის ცენტრალური ბაზრის შესასვლელთან აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც, ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მონაცემებით, მინიმუმ რვა ადამიანი დაიღუპა.

წყარომ რესპუბლიკის ძალოვან სტრუქტურებში განაცხადა, რომ, წინასწარი მონაცემებით, 40 ადამიანია დაჭრილი, იუწყება სააგენტო ”რია ნოვოსტი”.

წინასწარი მონაცემებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ბაზრის შესასვლელთან დაყენებულ ავტომობილში იყო ჩამონტაჟებული.

ბაზართან დაყენებული ერთ-ერთი მანქანა გატაცებული იყო, განაცხადა წყარომ ჩრდილოეთ ოსეთის სამართალდამცავ ორგანოებში. მისი თქმით, ამჟამად მანქანას გამნამღმველები და ძაღლებით კინოლოგები ათვალიერებენ.

ცენტრალური ბაზრის რაიონში ფიჭური კავშირი დარღვეულია. ქალაქი მცხოვრებლები, რომლებიც საკუთარი ახლობლების ბედით არიან შეშფოთებულები, ერთმანეთს ვერ უკავშირდებიან.

ვლადიკავკაზში გასაფრენად რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სპეციალური სამედიცინო ვერტმფრენი ემზადება.

ყველა ახალი ამბავი
0