სახელმწიფო 800 სტუდენტის სწავლას დააფინანსებს - განათლების სამინისტრო

გამოწერა
სპეციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოსგან გრანტს 800 სტუდენტი მიიღებს, განაცხადა ოთხშაბათს ბრიფინგზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ.

 

თბილისი, 8 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. სპეციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოსგან გრანტს 800 სტუდენტი მიიღებს, განაცხადა ოთხშაბათს ბრიფინგზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ.

”დავაფინანსებთ იმ სტუდენტებს, რომლებიც შემდეგ კატეგორიებში ხვდებიან - დევნილები ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ომში დაღუპულთა შვილები, ინვალიდები, მრავალშვილიანი და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების შვილები, ასევე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები”, - განაცხადა სეფერთელაძემ.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ სტუდენტთა ამ კატეგორიისთვის გამოიყოფა 100-პროცენტიანი გრანტი, ხოლო იმ სტუდენტების სწავლა, რომლებიც გამოცდებს ტექნიკურ ან საბუნებისმეტყველო სპეციალობებზე აბარებდნენ და გრანტის მიღება ვერ შეძლეს, პრეზიდენტის ინიციატივით დაფინანსდება.

”2010-2011 სასწავლო წელს საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა დაფინანსებისათვის სოციალური პროგრამის ფარგლებში გამოყოფილია 1 073 000 ლარი”, - განაცხადა სეფერთელაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0