პოლონელი ექსპერტები ტუ–154–ის კატასტროფის გამოძიების მიზნით რუსეთის ფედერაციაში სექტემბრის შუა რიცხვებში დაბრუნდებიან

გამოწერა
ოლონელი ექსპერტები რუსეთის ფედერაციაში სექტემბრის შუა რიცხვებში დაბრუნდებიან სმოლენსკის მახლობლად პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ტუ–154–ის კატასტროფის გამოძიების მიზნით.

მოსკოვი, 8 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. პოლონელი ექსპერტები რუსეთის ფედერაციაში სექტემბრის შუა რიცხვებში დაბრუნდებიან სმოლენსკის მახლობლად პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ტუ–154–ის კატასტროფის გამოძიების მიზნით, იუწყება „რია ნოვოსტი“ სახელმწიფოთაშორის საავიაციო კომიტეტზე დაყრდნობით.

„რვა სექტემბერს პოლონელ სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო ექსპერტთა ჯგუფი პოლონეთის რესპუბლიკის ნდობით აღჭურვილი პირის ბატონ ედმუნდ კლიხის ხელმძღვანელობით ვარშავაში დაბრუნდა. პოლონელი სპეციალისტების მორიგი ვიზიტი 14 სექტემბერს არის დაგეგმილი“, – განაცხადეს კომიტეტში.

პოლონური ტუ–154 სმოლენსკის მახლობლად 10 აპრილს ჩამოვარდა. დაიძღუპა 96 ადამიანი – 88 მგზავრი და ეკიპაჟის რვა წევრი. დაღუპულთა შორის არიან – პოლონეთის პრეზიდენტი, მისი მეუღლე, ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლები. დელეგაცია კატინში, სამგლოვიარო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0