პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიცერი დააკავეს - მასმედია

გამოწერა
სპეცოპერაციის შედეგად პანკისის ხეობაში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი სოსო ღუზარაული დააკავეს, ის იარაღით ვაჭრობაშია ეჭვმიტანილი, იუწყება კახეთის საინფორმაციო ცენტრი.

 

თბილისი, 8 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. სპეცოპერაციის შედეგად პანკისის ხეობაში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი სოსო ღუზარაული დააკავეს, ის იარაღით ვაჭრობაშია ეჭვმიტანილი, იუწყება კახეთის საინფორმაციო ცენტრი.

ხეობაში მდებარე ღუზარაულის ბინის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა დიდი რაოდენობის იარაღი ამოიღეს.

ცენტრი იუწყება, რომ დანაშაულში კიდევ ერთი ეჭვმიტანილი, ყოფილი სამხედრო ოფიცერი ბათირიშვილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და ამ დროისთვის ის ძებნაშია.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ამ ინფორმაციის თაობაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ, აცხადებს კახეთის საინფორმაციო ცენტრი და აღნიშნავს, რომ თავდაცვის სამინისტროში ინფორმაციის მიწოდებისთვის წერილობითი მოთხოვნა მოითხოვეს.

ამავე დროს, ინფორმაციას სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ ადასტურებს ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაფარ ხანგოშვილი.

”ღუზარაულს მეგობარი ჰყოლია აქ. ისიც სამხედრო მოსამსახურე იყო, ოფიცერი. ამბობენ, რომ ის ყიდდა იარაღს. მანქანებით იყვნენ ჩამოსულები, მაგრამ ვერ დაიჭირეს, დაიმალა", - განაცხადა ჯარაფ ხანგოშვილმა.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, ღუზარაული თავდაცვის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა დააკავეს და აღნიშნულ საქმეში პროკურატურა ჩართული არ არის, იუწყება კახეთის საინფორმაციო ცენტრი.

http://ick.ge/ka/articles/2697-2010-09-08-06-45-30.html

ყველა ახალი ამბავი
0