საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პოლონეთში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს

გამოწერა
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპის და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით პოლონეთში გაფრინდა, სადაც კრინიცაში მონაწილოებას მიიღებს XX საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს ს

 

თბილისი, 8 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპის და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით პოლონეთში გაფრინდა, სადაც კრინიცაში მონაწილოებას მიიღებს XX საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს სახელმწიფო მინისტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

”XX საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის მიზანი ევროკავშირის ქვეყნებს და ევროკავშირის პარტნიორ სახელმწიფოებსა და მეზობლებს შორის დიალოგის და თანამშრომლობის განვითარებაა, რაც ევროპის შემდგომი ერთიანი სტრატეგიის განსაზღვრაზეა მიმართული”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ფორუმში მონაწილეობენ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის მაღალი რანგის პოლიტიკოსები, მსხვილი საერთაშორისო კომპანიების მენეჯერები, დამოუკიდებელი ექსპერტები, პარლამენტისა და  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გიორგი ბარამიძე  სიტყვით გამოვა საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის სესიებზე, რომელთა თემატიკაც ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით და ევროკავშირთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობა  იქნება.

ვიზიტის ფარგლებში ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე ორმხრივ შეხვედრებს გამართვს პოლონეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მდივანთან, სტრატეგიულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელთან, რუმინეთის რესპუბლიკის სენატის ვიცე-პრეზიდენტთან, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის ევროპულ საკითხთა ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარესთან და ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, აღნიშნულია განცხადებაში.

”გიორგი ბარამიძის ფორუმებზე გამოსვლებისა და ორმხრივ  შეხვედრებზე ძირითადი  თემა ქართულ-რუსული  კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება და დეოკუპაციის აუცილებლობა იქნება. ასევე, საუბარი შეეხება  საქართველოში მიმდინარე წარმატებულ, დემოკრატიულ და ეკონომიკურ  რეფორმებს და ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის ხელშემწყობი გარემოს ჩამოსაყალიბებლად მიმართულ ღონისძიებებს”, - აღნიშნავს სახელმწიფო მინისტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური.

გიორგი ბარამიძე ლატვიის ყოფილ პრეზიდენტთან ვაირა ვიკე-ფრაიბერგასთან ერთად ასევე სიტყვით გამოვა ახალგაზრდა ლიდერთა მე-5 ეკონომიკურ ფორუმზე ”მომავლის ევროპა – როგორ ლიდერებს საჭიროებს ევროპა 21-ე საუკუნეში?”.

ყველა ახალი ამბავი
0