ბილისი, 8 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. ოთხშაბათს საქართველოს ერთდღიანი ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი მარკ პერონ დე ბრიშამბო ეწვია. ის უცხოეთში აკრედიტებული ქართველი ელჩების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრიოს პრეს-სამსახურში.
ელჩების შეხვედრა თბილისში, სასტუმროში Radisson Blu 7-9 სექტემბერს მიმდინარეობს.
ბრიშამბო შეხვედრას გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გრიგოლ ვაშაძესთან. შეხვედრის შედეგების მიხედვით დაგეგმილია ერთობლივი პრესკონფერენციის გამართვა.
დღის მეორე ნახევარში გაიმართება ბრიშამბოს მოლაპარაკებები პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
ეუთოს გენერალური მდივანი ოძისსა და წეროვანში დევნილების კომპაქტურად ჩასახლების ადგილებს მოინახულებს.