თბილისი, 8 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. 8 სექტემბერს წერა-კითხვის საერთაშორისო დღე (International Literacy Day) აღინიშნება. წერა-კითხვის საერთაშორისო დღე იუნესკომ 1966 წელს განათლების მინისტრების წერა-კითხვის უცოდინრობის აღმოფხვრის მსოფლიო კონფერენციის რეკომენდაციით დააწესა, რომელიც 1965 წლის სექტემბერში თეირანში გაიმართა. 8 სექტემბერი ამ კონფერენციის საზეიმო გახსნის დღეა.
”წერა-კითხვა - თავისუფლება” (Literacy as Freedom) - ასე განსაზღვრეს ამ ცნების აზრი იუნესკოში. ორაგნიზაციაში მიიჩნევენ, რომ წერა-კითხვა - ეს განათლების და ურთიერთობის კომპლექსური და დინამიური პროცესი, თანამედროვე საზოგადოებაში სხვადასხვა ენებზე და სხვადასხვა კულტურებში თავისუფალი კომუნიკაციებისკენ გზაა.
იუნესკოს განსაზღვრებით, ”წერა-კითხვის მცოდნედ ითვლება ის, ვისაც შეუძლია დაწეროს და წაიკითხოს პატარა, მარტივი ტექსტი თავისი ყოველდღიური ცხოვრების თემაზე და ესმოდეს დაწერილი და წაკითხული”. მთელს მოსფლიოში წერა-კითხვის უცოდინრობასთან ბრძოლის პროექტების და პროგრამების განხორციელების მიზნით მიღებულია გადაწყვეტილება ყველასთვის 2003-2012 წლებში წერა-კითხვის ათწლეულის ჩატარების შესახებ. ათწლეულის დევიზი ”წერა-კითხვა - ყველასთვის” იკითხება, როგორც ”განათლება ყველასთვის” და ”თითოეულის ხმა”.
გაეროს მონაცემებით, მსოფლიოში 776 მილიონმა მოზრდილმა არ იცის წერა და კითხვა, მათგან დიდი ნაწილი ქალია. სასკოლო ასაკის 75 მილიონი ბავშვი სწავლის შესაძლებლიობას მოკლებულია. იუნესკოს 2010 წლის მოხსენების თანახმად, სკოლის განათლების გარეშე ბავშვების დაახლოებით 54%-ს გოგონები შეადგენენ. აფრიკის ქვეყნებში, საჰარიდან სამხრეთამდე თითქმის 12 მილიონ გოგონას სკოლაში არასდროს უვლია. იემენში ასეთი გოგონების რიცხვი თითქმის 80%-ს შეადგენს ბიჭების 36%-თან შედარებით.
წერა-კითხვის საერთაშორისო დღე მოწოდებულია, გააძლიეროს საზოგადოების ძალისხმევა წერა-კითხვის გავრცელების საკითხში - იუნესკოს საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ სფეროში.
ამ დღეს გაიცემა იუნესკოს სპეციალური პრემიები, აღნიშნავენ უფრო ეფექტურ ინიციატივებს წერა-კითხვის უცოდინრობასთან ბრძოლაში. პირველ რიგში, ესაა პროექტები ჩრდილოეთ აფრიკის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, ლათინური ამერიკის ქვეყნებში, არაბეთის საამიროსა და ჩინეთში.