ობამამ და რასმუსენმა ნატოს სამიტი და ალიანსის რეფორმირება განიხილეს

გამოწერა
„პრეზიდენტმა და გენერალურმა მდივანმა ლისაბონში ნატოს სამიტი განიხილეს, რომელიც 19–20 ნოემბერს არის დაგეგმილი. ობამამ და რასმუსენმა ასევე ისაუბრეს ნატოს რეფორმირებაზე“, – ნათქვამია პრეს–სამსახურის განცხადებაში.

თბილისი, 8 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. სამშაბათს, 7 სექტემბერს  ვაშინგტონში აშშ–ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ლისაბონის ალიანსის სამიტისთვის მზადება განიხილეს. შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა ბლოკის შესაძლებლობა, წინ აღუდგეს თანამედროვე გამოწვევებსა და საფრთხეებს, იუწყება თეთრი სახლის პრეს–სამსახური.

მოლაპარაკებეი დახურული იყო პრესისთვის. ნატოს გენერალური მდივანი შეხევდდრის დაწყების წინ ჟურნაისტებისადმი მოკლე მიამართვით შემოიფარგლა 

„პრეზიდენტმა და გენერალურმა მდივანმა ლისაბონში ნატოს სამიტი განიხილეს, რომელიც 19–20 ნოემბერს არის დაგეგმილი. ობამამ და რასმუსენმა ასევე ისაუბრეს ნატოს რეფორმირებაზე“, – ნათქვამია პრეს–სამსახურის განცხადებაში. 

აშშ–ის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს ავღანეთში ნატოს დახმარებისთვის. ობამამ და რასმუსენმა ასევე განიხილეს პაკისტანში არსებული სიტუაცია, იუწყება პრეს–სამსახური. 

ყველა ახალი ამბავი
0