თბილისი, 7 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. ლიტვა საქართველოში დაახლოებით 80 ათას ტონა მარცვლეულს შემოიტანს, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოში ლიტვის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ქერდიყოშვილმა, რომელიც თბილისში ქართული დიპლომატიური კორპუსის შეხვედრაში მონაწილეობს.
”ლიტვის მხრიდან არის წინადადება, რომ მათ შეუძლიათ საქართველოს მარცვლეულით მომარაგება. პირველ ეტაპზე საუბარია 80 ათას ტონა მარცვლეულზე”, - განაცხადა ელჩმა.
მისი თქმით, ლიტვურ მხარესთან მოლაპარაკებები საქართველოს მარცვლეულით მომარაგების თაობაზე გრძელდება.
მანამდე უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საქართველოში მარცვლეულის ექსპორტის შეზღუდვას არ აპირებს.
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა 15 აგვისტოდან 2010 წლის ბოლომდე მარცვლეულის ექსპორტის აკრძალვის შესახებ განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ ”საქართველომ მარცვლეულის ბაზრის დივერსიფიკაციას მიაღწია და ქვეყანაში მარცვლეული იმაზე მეტი იქნება იმპორტირებული, ვიდრე ეს ქვეყანას სჭირდება.