ბაღათურია ბანკების მიერ წყლის საფასურის გადახდისას საკომისიოების შემოღების წინააღმდეგია

გამოწერა
სამშაბათს პარტია ”ქართული დასის” ლიდერმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ მოსახლეობის მიერ მოხმარებული წყლის საფასურის გადახდისას ბანკების მიერ 0,5 ლარის ოდენობის საკომისიოს დაკავებასთან დკაავშირებით პროტესტი გამოთქვა.

 

თბილისი, 7 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა საათაშვილი. სამშაბათს პარტია ”ქართული დასის” ლიდერმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ მოსახლეობის მიერ მოხმარებული წყლის საფასურის გადახდისას ბანკების მიერ 0,5 ლარის ოდენობის საკომისიოს დაკავებასთან დკაავშირებით პროტესტი გამოთქვა.

1 სექტემბრიდან ბანკებმა კომუნალური მომსახურეობის გადახდისას წყალზე საკომისიო მოსაკრებელი შემოიღო. აქამდე საქართველოს მოქალაქეები საკომისიოს 0,5 ლარის ოდენობით მოხმარებული ელექტროენერგიის და გაზის საფასურის გადახდისას იხდიდა.

ბაღათურიას განცხადებით, ბანკებს საკომისიო უნდა გადაუხადოს არა მოსახლეობამ, არამედ თავად კომუნალური მომსახურეობის მიმწოდებელმა კომპანიებმა.

მისი თქმით, ამ და სხვა ინიციატივებით ის პარლამენტის სხდომაზე გამოსვლას აპირებს.

”მე მოვამზადე რამდენიმე კანონპროექტი, რომლებიც ეხება პენსიების მომატებას საარსებო მინიმუმამდე, პედაგოგების ხელფასების გაზრდას 500 ლარამდე, პატიმრებს და ფინანსურ ამნისტიას ბიზნეს-სექტორისთვის”, - განუცხადა ბაღათურიამ ჟურნალისტებს.

ყველა ახალი ამბავი
0