ბრიუსელში აზერბაიჯანი-ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტის სხდომა გაიმართება

გამოწერა
10 სექტემბერს ბრიუსელში აზერბაიჯანი-ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტის მე-11 სხდომა გაიმართება, იუწყება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.

 

თბილისი, 7 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. 10 სექტემბერს ბრიუსელში აზერბაიჯანი-ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტის მე-11 სხდომა გაიმართება, იუწყება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.

”სხდომაში მონაწილეობას მიიღებს დელეგაცია შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენელთა შემადგენლობით, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მაჰმუდ მამედგულიევი უხელმძღვანელებს”, - აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სხდომის დროს განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორებიცაა აზერბაიჯანი-ევროკავშირის საქმიანობის გეგმის განხორციელება, რომელიც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში იქნა მიღებული, განსაკუთრებით აზერბაიჯანის პოზიცია ”პროგრესის შესახებ ანგარიშის” თაობაზე, რომელიც 2009 წელს საქმიანობის გეგმის შესრულებას უკავშირდება, მოლაპარაკებები აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ასოციაციურ შეთანხმებაზე, ადამიანის უფლებები და დემოკრატიზაცია, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, თანამშრომლობა ეკონომიკის, ვაჭრობის, ენერგეტიკის სფეროში და სხვა.

გარდა ამისა, სხდომაზე იგეგმება შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღება ევროკავშირი-აზერბაიჯანის ახალი ქვეკომისიების შექმნის შესახებ შემდეგ საკითხებში - ”იუსტიციის, თავისუფლების, უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და დემოკრატიის საკითხები” და ”დასაქმების საკითხები და სოციალური საკითხები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სწავლების, განათლების და ახალგაზრდობის, კულტურის, საინფორმაციო საზოგადოების, აუდიოვიზუალური პოლიტიკის და ტექნოლოგიების საკითხები”, იუწყება სააგენტო ”ახალი ამბები - აზერბაიჯანი”.

ყველა ახალი ამბავი
0