საქართველომ რუსეთს მაქსიმალური დისკომფორტი უნდა შეუქმნას - საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროსაბჭოში

გამოწერა
საქართველომ რუსეთს საერთაშორისო არენაზე მაქსიმალური დისკომფორტი უნდა შეუქმნას, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ევროსაბჭოში ზურაბ ჭიაბერაშვილმა თბილისში დიპლომატიური კორპუსის შეხვედრის დროს.

 

თბილისი, 7 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. საქართველომ რუსეთს საერთაშორისო არენაზე მაქსიმალური დისკომფორტი უნდა შეუქმნას, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ევროსაბჭოში ზურაბ ჭიაბერაშვილმა თბილისში დიპლომატიური კორპუსის შეხვედრის დროს.

”რუსეთმა თავი უნდა იმართლოს იმის გამო, რასაც ის საქართველოს ტერიტორიაზე აკეთებს”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველო ”რუსეთზე ზეწოლას არ შეასუსტებს”.

მისი თქმით, მსგავსი ძალისხმევა შედეგს ორი მიმართულებით მოიტანს.

”პირველ რიგში, საუბარია ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის გამყარების შესახებ სხვადასხვა დოკუმენტებში, იმის დაფიქსირებაში, რომ საქართველო იმ საზღვრებშია, რომელშიც ის საერთაშორისო საზოგადოებამ და სამართალმა აღიარა”, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა. მეორე ასპექტი, მისი თქმით, ”საქართველოს იმიჯთან არის დაკავშირებული”.

”ყველა აღიარებს, რომ ორი წლის წინანდელი ომის, მიმდინარე ოკუპაციის და რუსეთის ფედერაციის ქმედებების მიუხედავად, საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს და დემოკრატიული და ეკონომიკურ განვიოთარებას აჩვენებს”, - აღნიშნა ელჩმა.

სამშაბათს თბილისში საზღვარგარეთ აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიური ტრადიციული შეხვედრა გაიხსნა. ქართველი ელჩების შეკრება სასტუმროში ”Radsson Blu” 9 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ყველა ახალი ამბავი
0