შავი ზღვის თასი რაგბიში ბათუმში რჩება

გამოწერა
საქართველოს დედაქალაქში მიმდინარე შავი ზღვის თასის საკლუბო გათამაშებაში რაგბიში ფინალური მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ”ლელო” (თბილისი) და ”ბათუმი XV” შეხვდა.

 

თბილისი, 7 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, მურად ალაშვილი. საქართველოს დედაქალაქში მიმდინარე შავი ზღვის თასის საკლუბო გათამაშებაში რაგბიში ფინალური მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ”ლელო” (თბილისი) და ”ბათუმი XV” შეხვდა.

თამაში ბათუმელი მორაგბეების გამარჯვებით დასრულდა. მათ უპირატესობა მხოლოდ შეხვედრის ბოლო წუთებზე მოიპოვეს - 21:18 (13:12).

”ლელოს” მწვრთნელმა მიხეილ მესხის სახელობის ”ლოკომოტივის” სტადიონზე, სადაც 1200-ზე მეტი მაყურებელი იმყოფებოდა, გუნდი შემდეგი შემადგენლობით გაიყვანა: ყიასაშვილი, ჯოგლაძე, ჩხიკვაძე, მანჯავიძე, გუგავა, ბაირამაშვილი, გ. კაჭარავა, სანიკიძე (ასეიშვილი, 43), ჭყონია (მამუკაშვილი, 79), სუჯაშვილი, დ. დაუშვილი, აზალაძე, ი. მაისურაძე (მძინარაშვილი,52), კოლელიშვილი (ლომიძე, 79), ზ. მაისურაძე.

”ბათუმი XV” შემდეგი შემადგენლობით გამოვიდა: ხამაშურიძე, გეგენავა (ნიჟარაძე, 47), აშვეთია, ხონელიძე, შკინინი, კიკნაძე, როხვაძე (ბეგაძე, 64), გურეშიძე (გოგიშვილი, 69), სოსელია (ბრეგვაძე, 49), მოქია (ხოსიტაშვილი, 49), არჩუაშვილი, ბერიძე, თხილაიშვილი, რევიშვილი, გუგუშვილი.

მატჩის არბიტრი იყო პორტუგალიელი მურინია ჟოაუ, მისი ასისტენტები - ამირხანაშვილი და ფრესინეანუ (რუმინეთი).

ფინალური მატჩი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით გადაიცა.

ყველა ახალი ამბავი
0