სააკაშვილმა საოპერო მომღერალს ნინო სურგულაძეს ბრწყინვალების ორდენი გადასცა

გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ბრწყინვალების ორდენით გამოჩენილი ქართველი საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე დააჯილდოვა, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს სამშაბათს პრეზიდენტის პრეს-სამსახურში.

 

თბილისი, 7 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ბრწყინვალების ორდენით გამოჩენილი ქართველი საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე დააჯილდოვა, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს სამშაბათს პრეზიდენტის პრეს-სამსახურში.

გასულ კვირას იტალიაში ჯუზეპე ვერდის ”რიგოლეტოს” პრემიერა გაიმართა, სადაც სურგულაძე მადალენას პარტიას ასრულებს. პრემიერა პირდაპირ ეთერში მსოფლიოს 149 ქვეყანაში გადაიცა, მათ შორის - საქართველოში. სურგულაძემ თავისი პარტია მსოფლიო ტენორთან პლასიდო დომინგოსთან ერთან შეასრულა.

”მასშტაბურ პროექტში ტრიუმფალური გამოსვლის შემდეგ ნინო სურგულაძემ პრეზიდენტისგან ნიჭისა და წარმატების გამო ბრწყინვალების ორდენი მიიღო”, - აღნიშნულია პრეს-სამსახურის განცხადებაში.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ნინო სურგულაძე ”საქართველოს სახე და ხმაა”.

”რამდენიმე საათის განმავლობაში ნინომ მთელი მსოფლიო შეძრა, და მინდა, მას ქართული ნიჭის მაღალი და ბრწყინვალე გამოვლენისთვის პრეზიდენტის ორდენი გადავცე”, - განაცხადა სააკაშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0