გაეროს გენერალური ასამბლეა საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციას კენჭისყრაზე დააყენებს

გამოწერა
სამშაბათს გაეროს გენერალური ასამბლეა კენჭისყრაზე დააყენებს რეზოლუციას ”აფხაზეთიდან/საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ”., - განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში.

 

თბილისი, 7 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. სამშაბათს გაეროს გენერალური ასამბლეა კენჭისყრაზე დააყენებს რეზოლუციას ”აფხაზეთიდან/საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების შესახებ”., - განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში.

მსგავსი რეზოლუცია საქართველომ წარადგინა 2008 და 2009 წელსაც. რეზოლუციის მხარდამჭერი ქვეყნების რიცხვი იზრდება, მაგრამ პრობლემა კვლავ გადაუჭრელი რჩება.

ოფიციალურ თბილისს საქართველოსთან დაკავშირებით ახალ რეზოლუციაზე კენჭისყრის შედეგების გაუმჯობესების იმედი აქვს, რომელიც 7 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე განიხილება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ორშაბათს ბრიფინგზე.

კალანდაძის თქმით, 2009 წელს რეზოლუციას მხარი გაეროს 48 ქვეყანამ დაუჭირა მხარი, ხოლო 19 წინააღმდეგი იყო.

”ამის შემდეგ ქართული მხარე მსოფლიო თანამეგობრობასთან და გაეროს წევრ ქვეყნებთან აქტიურად მუშაობდა და, რუსეთის მხრიდან დიდი ძალისხმევის მიუხედავად, რომ რეზოლუციას წარმატება არ ჰქონოდა, ჩვენ რეალურად ვფიქრობთ, რომ კენჭისყრის შედეგები გაუმჯობესდება”, - აღნიშნა კალანდაძემ.

მისი თქმით, რეზოლუციას უფრო ჰუმანიტარული ხასიათი აქვს, ვიდრე პოლიტიკური.

 

ყველა ახალი ამბავი
0