თბილისი, 7 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. ქართველი სტუდენტი ანა დაბრუნდაშვილი ესსეს კონკურსის ”89-ის ბავშვები” (Born in 89) გამარჯვებული გახდა, რომელმაც სტარტი ერთი წლის წინ ყოფილი სოციალისტური ლაგერის ახალგაზრდებს შორის რეკონსტრუქციის და განვითარების ევროპის ბანკის (ЕБРР) ინიციატივით დაიწყო, იუწყება სააგენტო ”რია ნოვოსტის” კორესპონდენტი ლონდონიდან.
საკონკურსო ნაშრომების მიღება 2009 წლის ოქტომბერში დაიწყო - ბერლინის კედლის აღების 20 წლისთავზე. ამ შეჯიბრის საშუალებით ორგანიზატორებს სურდათ გაეგოთ, როგორ გრძნობენ და რა სიძნელეებს აწყდებიან ახალგაზრდა თაობის ადამიანები, რომლებიც 1989 წელს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ბალკანეთში, რუსეთსა და დსთ-ის სახელმწიფოებში დაიბადნენ, ასევე მონღოლეთში. ეს ქვეყნები ЕБРР-ის ოპერაციების რეგიონში შედიან, როგორც გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნები.
ჟიურის სასამართლოზე, რომელსაც უკრაინელი მწერალი ანდრეი კურკოვი ხელმძღვანელობდა, დაახლოებით 600 ნამუშევარი შევიდა - ორგანიზატორების თქმით - უზარმაზარი რაოდენობა.
თავად კურკოვი აღნიშნავს, რომ გაკვირვებული იყო იმით, თუ რამდენად პესიმისტურად აღიქვამენ ახალგაზრდები საკუთარ ქვეყნებს.
”როცა ნამუშევრების კითხვა დავიწყე, ვერ ვიჯერებდი, რამდენად ბევრი იყო ნეგატივი და პესიმიზმი. მაგრამ იმის მიხედცით, როგორც ჩვენ გავცხრილეთ ნამუშევრები, დარჩა ჯანსაღი, კარგი კრიტიკა”, - განუცხადა ”რია ნოვოსტის” მწერალმა.
ექვსი ფინალისტი - სამი რუსეთიდან, სტუდენტები ხორვატიიდან, უკრაინიდან და ამჟამად უკვე გამარჯვებული საქართველოდან, ორშაბათს საღამოს ЕБРР-ის ლონდონის შტაბ-ბინაში საუკეთესო ესსეს გამოცხადების საზეიმო ცერემონიაზე შეიკრიბნენ, სადაც ასევე გაიმართება დისკუსია, რომელიც მიეძღვნება იმას, თუ როგორ ხედავენ საკუთარ ქვეყნებს ახალგაზრდები.
ნამუშევრებს აფასებდა კიდევ ჟიურის ექვსი წევრი - ჟურნალისტების და გამომცემლები პოლონეთიდან, აშშ-იდან, ხორვატიიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომელთა შორისაც იყო ასევე Financial Times-ის ბრიტანელი ჟურნალისტი, ყოფილი კორესპონდენტი მოსკოვში კვენტინ პილი. FT და საერთაშორისო საბანკო ჯგუფი UniCredit Group კონკურსის თანაორგანიზატორები არიან და გამარჯვებული პრიზის სახით სწორედ გაზეთში გაივლის ერთკვირიან სტაჟირებას.
”ეს გასაოცარია, თუ როგორ აღიქვამენ ახალგაზრდები საკუთარ ეპოქას და საკუთარ ქვეყანას. მე ქალიშვილი მყავს მათი თანატოლი, მას არაფერი მსგავსი არ გადაუტანია და ყველა რევოლუციური მოვლენა, ახალი სახელმწიფოების ჩამოყალიბება, ბერლინის კედლის დაცემა, ბოლოსდაბოლოს - მისთვის ცარიელი სიტყვებია. მიკვირს, თუ რამდენად არ გავს ის - დასავლელი გოგონა - ამ ახალგაზრდებს”, - განუცხადა ”რია ნოვოსტის” პილმა.
FT-ის ბიუროში მიდის მომავალი ჟურნალისტი, თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტი ანა დაბრუნდაშვილი. ”ეს მხოლოდ ერთი კვირაა, მაგრამ ძალიან საინტერესო იქნება. მიხარია, რომ გავიმარჯვე. მე არ ვისწრაფვოდი, რომ ჩემს ესსეში ეპოქა მეჩვენებინა, მომეყოლა საკუთარი ქვეყნის შესახებ, მე, უბრალოდ, ჩემი ცხოვრების შესახებ მოვყევი”, - განუცხადა ”რია ნოვოსტის” ანა დაბრუნდაშვილმა.
მან, ისევე, როგორც ყველა ფინალისტმა, UniCredit-ისგან ფულადი პრიზი მიიღო.
კონკურსზე ნამუშევრებს იღებდნენ არა მხოლოდ რუსულ და ინგლისურ, არამედ მონაწილეთა მშობლიურ ენებზეც.
მთლიანობაში, ახალგაზრდების დისკუსია, რომლებიც ამჟამად თავთავიანთ სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობენ, პოზოტიურად დასრულდა. ყველა, მიუხედავად საკუთარი ქვეყნის მიმართ დიდი კრიტიკისა, პოზიტიურადაა განწყობილი როგორც თავისი მომავლის, ისე ერთმანეთის მიმართ.