თბილისი, 6 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი, პარტია ”ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია საკუთარი პოლიტიკური პარტიის სტრუქტურულ ცვლილებებს გეგმავს, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს პარტიის პრეს-სამსახურში ორშაბათს.
”პარტია ”ჩვენი საქართველო - თავისუფალ დემოკრატებში” გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები იგეგმება. მომავლის კონკრეტული გეგმების შესახებ პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია ამ კვირაში მასმედიასთან შეხვედრაზე განაცხადებს”, - განაცხადეს პარტიის პრეს-სამსახურში.
ამასთან, პრეს-სამსახურში აღნიშნეს, რომ საქართველოს რეგიონებში უკვე დაიწყო პარტიის ადგილობრივი რეგიონული ოფისების გახსნის პროცესი.