საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ჰიმალაიზე რვა ათასი მეტრის სიმაღლის დასაპყრობად გაემგზავრა

გამოწერა
აქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ოპოზიციური ფრაქციის „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი გია თორთლაძე საერთაშორისო ექსპედიციის შემადგენლობაში ჰიმალაიში გაემგზავრა, სადაც ის რვა ათასი მეტრის სიმაღლის დაპყრობას აპირებს.

თბილისი, 5 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო, ეკა საათაშვილი. საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ოპოზიციური ფრაქციის „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი გია თორთლაძე საერთაშორისო ექსპედიციის შემადგენლობაში ჰიმალაიზე გაემგზავრა, სადაც ის რვა ათასი მეტრის სიმაღლის დაპყრობას და იქ „საქართველო ოკუპაციის გარეშე“ წარწერით დროშის დადგმას აპირებს, – განუცხადეს „ახალი ამბები – საქართველოს“ კორესპონდენტს პარლამენტში.

 

ექსპედიცია, რომელშიც 17 ქვეყნის წარმოამდგენლები შედიან ასვლა შაბათს დაიწყო. 

„ეს ექსპედიცია საქართველოს დეოკუპაციას ეძღვნება და ექსპედიციის მიზანია – რუსების ქმედებების შესახებ მსოფლიოში ინფორმაციის გავრცელება“, – განუცხადა ჟურნალისტებს 50 წლის დეპუტატმა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ორჯერ მოახდინა ასვლა მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე – ევერესტზე.

წინასწარი მონაცემებით, ამჯერად თორთლაძე აპირებს თოთხმეტიდან ერთ–ერთი რვაათას მეტრიანი სიმაღლის – ჩო–ოიუს დაპყრობას, რომლის სიმაღლეც 8,201 ათას მეტრს შეადგენს და რომელიც ევერესტის მასივის შემადგენლობაში შედის. 

ექსპედიცია ერთ თვეს გასტანს.

ყველა ახალი ამბავი
0