ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო თითქმის მთელი საქართველო დენის გარეშე დარჩა

გამოწერა
კვირას, თბილისის მახლობლად ქსნის დასახლებული პუნქტის ტერიტორიაზე მომხდარი მაღალვოლტიანი ელექტროგადაცემის ხაზის დაზიანების გამო პრაქტიკულად მთელი საქართველო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

თბილისი, 5 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. კვირას, თბილისის მახლობლად ქსნის დასახლებული პუნქტის ტერიტორიაზე მომხდარი მაღალვოლტიანი ელექტროგადაცემის ხაზის დაზიანების გამო პრაქტიკულად მთელი საქართველო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, განუცხადეს „ახალი ამბები – საქართველოს“ კორესპონდენტს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კომპანიის პრეს–სამსახურში.

„ქსნის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ნაგავსაყრელზე გაჩენილმა ხანძარმა, დააზიანა მაღალვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი. დაზიანების გამო ქვეყნის ელექტროსისტემაში მოხდა სისტემის პარალიზება, რის გამოც ქვეყნის მთელი მასშტაბით ელექტროენერგიის შეზღუდვით მიწოდება მიმდინარეობს“, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

ელექტროენერგიის ეტაპობრივი მიწოდების აღდგენა 15:30 საათზე დაიწყო. 

აგვისტოში ქვეყნის ელექტროსისტემაში ფართომასშტაბიანი გათიშვა ორჯერ მოხდა. 26 აგვისტოს „ქართლი–2“–ის ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო უშუქოდ დარჩა აღმოსავლეთ საქართველო, და 3 აგვისტოს „კოლხეთი–2“–ზე ავარიამ ქვეყნის მთელი ელექტროსისტემის დროებითი გათიშვა გამოიწვია. 

ყველა ახალი ამბავი
0