მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სოჭის საზღვაო პორტმა რეკონსტრუქციის გამო სატვირთო გემების მიღება შეწყვიტა

გამოწერა
სოჭის საზღვაო პორტი მასშტაბურ რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით დახურულია სატვირთო გემებისთვის, განაცხადა კვირას სააგენტო „რია ნოვოსტიმ“ სოჭის ადმინისტრაციის ტრანსპორტისა და კვშირის სამმართველოს უფროსზე ალექსეი სმაგლიუკზე დაყრდნობით.

სოჭი, 5 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. სოჭის საზღვაო პორტი მასშტაბურ რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით დახურულია სატვირთო გემებისთვის, განაცხადა კვირას სააგენტო „რია ნოვოსტიმ“ სოჭის ადმინისტრაციის ტრანსპორტისა და კვშირის სამმართველოს უფროსზე ალექსეი სმაგლიუკზე დაყრდნობით.

„ეს გადაწყვეტილება მიღებულია სოჭის პორტში ახალი ოლიმპიური სამგაზვრო ტერმინალის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით კურორტის საზღვაო ჭიშკარი ღიაა მხოლოდ სამგზავრო გადაზიდვებისთვის“, – განაცხადა სმაგლიუკმა. 

მისი თქმით, რეკონსტრუქცია, რომელიც პორტში უახლოეს დროში დაიწყება, შეეხება არა მხოლოდ მისადგომებს, არამედ სანაპირო ინფრასტრუქტურასაც. ყველა სამუშაოს დასრულების შემდეგ აქ ნებისმიერი გაბარიტების საკრუიზო ლაინერების მიღებას შეძლებენ. 

ყველა ახალი ამბავი
0