თბილისი, 4 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონებმა, ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებმა პარასკევს ევრო–2012–ის შესარჩევი ტურნირის სტარტზე სტუმრად ლინტენშტეინში დიდი ანგარიშით სძლიეს მასპინძლებს.
ესპანელებმა გასვლით თამაშში ანგარიშით 4:0 გაიმარჯვეს, გოლები გაიტანეს ფერნანდო ტორესმა (ორჯერ), დავიდ ვილიამ და დავიდ სილვამ.
ევროპული ფეხბურთის ელიტის შემადგენლობაში შემავალი დანარჩენი გუნდებიდან პარასკევს დიდი ანგარიშით გამარჯვება მოიპოვეს ნიდერლანდებმა (სტუმრად სან–მარინოში, 5:0) და ინგლისმა (სახლში ბულგარელებთან 4:0). ჰოლანდიელთაგან ჰეტ–ტრიკით თავი გამოიჩინა კლას–იან ჰუნტლერმა, ხოლო ინგლისის შემადგენლობაში სამი ბურთი ჯერმეინ დეფოს ანგარიშზეა.
სასტარტო მატჩებში გამარჯვების მიღწევა გაუჭირდათ გერმანიისა და იტალიის გუნდებს. გერმანელებმა ანგარიშით 1:0 ბელგიის ნაკრები დაამარცხეს, გოლი მიროსლავ კლოზემ გაიტანა. იტალიელებმე კი ანგარიშით 2:1 ესტონეთის გუნდს სძლიეს, თუმცა, პირველ ტაიმში ანგარიშით 0:1 აგებდნენ.
სათამაში დღის მთავარი სენსაცია ბელორუსმა ფეხბურთელემა წარმოადგინეს: პარიზში, „სტად დე ფრანსის“ სტადიონზე მათ ფრანგები, ანგარიშით 1:0 დაამარცხეს, „სამფერიანთა“ კარში გოლი 86–ე წუთზე სერგეი კისლიაკმა გაიტანა, რომელიც მანამდე, 11 წუთით ადრე შევიდა მინდორზე სათმაშოდ.
ჯგუფი А
ყაზახეთი - თურქეთი - 0:3,
ბელგია - გერმანია - 0:1;
ჯგუფი В
სომხეთი - ირლანდია - 0:1,
ანდორა - რუსეთი - 0:2,
სლოვაკია - მაკედონია - 1:0;
ჯგუფი С
ფარერის კუნძულები - სერბეთი - 0:3,
ესტონეთი - იტალია - 1:2,
სლოვენია - ჩრდილოეთ ირლანდია - 0:1;
ჯგუფი D
რუმინეთი - ალბანეთი - 1:1,
ლუქსემბურგი - ბოსნია და ჰერცოგოვინა - 0:3,
საფრანგეთი - ბელორუსია - 0:1;
ჯგუფი E
მოლდავეთი - ფინეთი - 2:0,
შვედეთი - უნგრეთი - 2:0,
სან–მარინო - ნიდერლანდები - 0:5;
ჯგუფი F
ისრაელი - მალტა - 3:1
ლატვია - ხორვატია - 0:3,
საბერძნეთი - საქართველო - 1:1;
ჯგუფი G
ჩერნოგორია - უელსი - 1:0,
ინგლისი - ბულგარეთი - 4:0;
ჯგუფი Н
ისლანდია - ნორვეგია - 1:2,
პორტუგალია - კვიპროსი - 4:4;
ჯგუფი I
ლიტვა - შოტლანდია - 0:0,
ლიხტენშტეინი - ესპანეთი - 0:4.
სააგენტო „რია ნოვოსტის“ მასალების თანახმად.