თბილისი, 3 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. ხანძრის შედეგად თბილისში კომპანია PSP-ს ნევროლოგიურ-ამბილატორიული განყოფილება დაიწვა, რომელიც თბილისის თვალის კლინიკის ტერიტორიაზე იმყოფება, იუწყება ტელეკომპანია ”რუსთავი-2”.
წინასწარი მონაცემებით, განყოფილებაში ცეცხლი მაცივარს გაუჩნდა, რის შემდეგაც ხანძარი მთელს განყოფილებას მოედო.
ამჟამად ხანძარი ჩამქრალია, დგინდება ხანძრის გაჩენის ვითარება.