თბილისი, 3 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. შემდეგ კვირაში ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების იგორ პოპოვის (რუსეთი), რობერტ ბრადტკეს (აშშ) და ბერნარ ფასიეს მორიგი ვიზიტი შედგება, იუწყება სააგენტო ”ახალი ამბები - აზრერბაიჯანი” აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით.
”ჯერ თარიღი დაზუსტებული არ არის, მაგრამ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ვიზიტი აზერბაიჯანში დაიწყება, შემდეგ ისინი სომხეთში გაემგზავრებიან”, - აღნიშნეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ვიზიტის მსვლელობისას განხილვის მთავარი თემა სომხურ-აზერბაიჯანული, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართულებით არსებული ვითარება იქნება. შეხვედრებზე ასევე განიხილავენ ეუთოს მისიის დეტალებს, რომელიც ფაქტებს იძიებს.