თბილისი, 3 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. პარასკევს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ანაკლიაში საპარლამენტო უმრავლესობის გასვლით სხდომას უხელმძღვანელებს, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” სახელმწიფოს მეთაურის პრეს-სამსახურში.
პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას პირდაპირ ეთერში ქართული ტელეარხები გადასცემენ.
დეპუტატები საშემოდგომო სესიის დაწყების წინ მუშაობის გეგმებს და კანონპროექტებს განიხილავენ, რომელთა განხილვაც პარლამენტში უახლოეს მომავალშია დაგეგმილი.
საშემოდგომო სესია 7 სექტემბერს პარლამენტის ბიუროს სხდომით გაიხსნება.