აზერბაიჯანში მეჩეთზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, არის მსხვერპლი

გამოწერა
ხუთშაბათს ღამე, აზერბაიჯანის სამხრეთით, ლიანკიარანის რაიონში მეჩეთზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, ადგილზე ერთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება სააგენტო ”ახალი ამბები - აზერბაიჯანი” პოლიციის სამმართველოს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

თბილისი, 3 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. ხუთშაბათს ღამე, აზერბაიჯანის სამხრეთით, ლიანკიარანის რაიონში მეჩეთზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, ადგილზე ერთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება სააგენტო ”ახალი ამბები - აზერბაიჯანი” პოლიციის სამმართველოს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

”შეიარაღებული ინციდენტი 3 სექტემბერს ღამის 00:15 საათზე, აზერბაიჯანის ლიანკიარანის რაიონის სოფელ გუმბაშში მოხდა”, - აღნიშნულია პოლიციის განცხადებაში.

მეზობელი სოფლიდან რამდენიმე ავტომობილით მოსულმა შეიარაღებულმა ადამიანებმა ადგილობრივი მეჩეთის ეზოში შეკრებილ ადამიანებს ”Winchester”-ის მარკის იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს.

”მიღებული ჭრილობების შედეგად ამ სოფლის მცხოვრები, 1963 წელს დაბადებული ელშად ალიმამედ ოღლუ გუსეინოვი დაიღუპა. სოფლის მეორე მცხოვრები, 1985 წელს დაბადებული რამინ ბალოგლან ოღლი აგამალიევი მკერდის არეში მიყენებული ჭრილობით ლიანკიარანის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოსა რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ინციდენტთან დაკავშირებით ლიანკიარანის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისგან შეიქმნა ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფი. დაკავეს ორი ადამიანი. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი ვინაობა არ სახელდება. სხვა თავდამსხმელების და შეიარაღებული ინციდენტის ორგანიზატორების ძებნა გრძელდება.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები პროკურატურაში ჩვენებებს უკვე იძლევიან.

ყველა ახალი ამბავი
0