რაგბიში შავი ზღვის თასის ფინალისტები გამოვლინდნენ

გამოწერა
აქართველოს დედაქალაქში მიმდინარე შავი ზღვის თასის საკლუბო გათამაშებაში ოთხშაბათს, 1 სექტემბერს მორიგი შეხვედრები გაიმართა – „ბათუმი XV“–მა დაამარცხა „ლოკომოტივი“ ანგარიშით 40:14, ხოლო „ლელომ“ რუმინულ „ბუქარეშტს“, ანგარიშით 45:21 სძლია.

 

თბილისი, 2 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“, მურად ალაშვილი. საქართველოს დედაქალაქში მიმდინარე შავი ზღვის თასის საკლუბო გათამაშებაში ოთხშაბათს, 1 სექტემბერს მორიგი შეხვედრები გაიმართა – „ბათუმი XV“–მა დაამარცხა „ლოკომოტივი“ ანგარიშით 40:14, ხოლო „ლელომ“ რუმინულ „ბუქარეშტს“, ანგარიშით 45:21 სძლია.

 

ამრიგად ჯგუფებში გუნდები შემდეგნაირად განთავსდნენ:

„А“ ჯგუფი: „ბათუმიXV“ – 9 ქულა (2 გამარჯვება), „არადი“ – 4 ქულა (1 გამარჯვება, 1 მარცხი), „ლოკომოტივი“ – 1 (2 მარცხი).

„В“ ჯგუფი: „ლელო“ – 10 ქულა (2 გამარჯვება), „კრედო–63“ – 4 (1 გამარჯვება, 1 მარცხი), „ბუკურეშტი“ – 1 (2 მარცხი).

დასკვნით ეტაპზე, 4 სეტქმებრს, 18:00 საათზე „ლოკომოტივი“ და „ბუკარეშტი“ მე–5 ადგილს გაითამაშებენ, ხოლო 20:00 სააათზე გაიმართება მატჩი მე–3 ადგილისთვის, სადაც ერთმანეთს „არადი“ და „კრედო–63“ დაუპირისპირდებიან. 

5 სექტმებრს კი მიხეილ მესხის სახელობის თბილისის ლოკომოტივის სტადიონზე შავი ზღვის თასის ფინალური მატჩი გაიმართება, სადაც ერთმანეთს ჯგუფებში გამარჯვებულები – „ლელო“ და „ბათუმი XV“ შეხვდებიან. მატჩის დასაწყისი 18:00 საათი.

ტურნირი, რომლის ორგანიზატორიც საქართველოს რაგბის კავშირია, თბილისის მერიის პატრონაჟით და რაგბის საერთაშორისო საბჭოსა და რაგბის ევროპული ასოციაციის მხარდაჭერით იმართება.

როგორც „ახალი ამბები – საქართველოს“ კორესპონდენტს რაგბის კავშირის პრეს–სამსახურში განუცხადეს, შავი ზღვს თასის გათამაშების ჩატარება რეგულარულად იგეგმება და მასში მონაწილეობას, პირველ რიგში, შავი ზღვის აუზის ქვეყნების სარაგბო კლუბები მიიღებენ.

ამჟამინდელ გათამაშებაში მონაწილეობენ შემდეგი გუნდები: „კრედო–63“ (ოდესა, უკრაინა), „ბუკურეშტი“ და „არადი“ (ორივე ბუქარესტი, რუმინეთი) და სამი ქართული კლუბი – ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „ლელო“, ვერცხლის პრიზიორი „ბათუმი XV“ და ბრინჯაოს პრიზიორი „ლოკომოტივი“.

გუნდები ორ ჯგუფად იყო დაყოფილი, ყოველმა გუნდმა 2–2 შეხვედრა გამართა. 4 სექტემბერს მეექვსე–მეშვიდე ადგილებისთვის პლეი–ოფის თამაშები და მცირე ფინალი გაიმართება, ხოლო 5 სექტემბერს – ფინალური შეხვედრა.

5 სექტემბერს დაგეგმილი ფინალური მატჩის ტრანსლაცია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე განხორციელდება, რომელიც ტურნირის მედია–პარტნიორია.

 

ყველა ახალი ამბავი
0