თბილისი, 2 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით პანკისის ხეობაში წყალდიდობისგან დამცავი სამუშაოები ჩატარდება, აცნობეს ”ახალი ამბები - საქართველოს”
-ის პრეს-სამსახრუში ხუთშაბათს.
პროექტის ფარგლებში ალაზნის კალაპოტი და მთის ხეობები გაიწმინდება.
”ამა წლის სექტემბრის ბოლომდე ალაზნის რვაკილომეტრიანი მონაკვეთი და მთების ხრამები გაიწმინდება. მითითებულ სამუშაოებზე დროებით 30 ადგილობრივი მცხოვრები დაკავდება”, - აღნიშნულია განცხადებაში.
აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით საქართველოში UND-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჯეიმი მაკგოლდრიკი (Jamie McGoldrick) 3 სექტემბერს ახმეტის რაიონში გაემგზავრება, სადაც რეგიონის გუბერნატორთან გიორგი ღვინიაშვილთან ერთად გამწმენდი სამუშაოების დაწყების შესახებ ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.