საქართველოს დევნილთა საკითხების მინისტრი ჟურნალისტებს ჭორების გავრცელებაში ადანაშაულებს

გამოწერა
ბოლო დროს ქართულ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა არაოფიციალური ინფორმაცია საქართველოს მთავრობაში რამდენიმე მინისტრის შესაძლლო გადადგომის შესახებ, მათ შორის საუბარი იყო კობა სუბელიანზეც.

თბილისი, 2 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“, ანა თუთბერიძე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა თავისი გადადგომის შესახებ ინფორმაციის კომენტარისას განაცხადა, რომ ეს არის ჟურნალისტების მიერ გამოგონილი ჭორები, იუწება „ახალი ამბები – საქართველოს“ კორესპონდენტი.

ბოლო დროს ქართულ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა არაოფიციალური ინფორმაცია საქართველოს მთავრობაში რამდენიმე მინისტრის შესაძლლო გადადგომის შესახებ, მათ შორის საუბარი იყო კობა სუბელიანზეც.

„თქვენ თვითონ იგონებთ ჭორებს და შემდეგ მასზე კომენტარს ითხოვთ“, – განაცხადა სუბელიანმა. მისი თქმით, მას არ დაუწერია განცხადება გადადგომის შესახებ და არც აპირებს თანამდებობის დატოვებას. 

მანამდე საქართველოს პრემიერ–მინისტრის პრეს–სამსახურის უფროსმა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა განაცხადა, რომ არანაირი საკადრო ცვლილებები აღმასრულებელ ხელისუფლებაში ამ ეტაპზე არ იგეგმება.

სამშაბათს, 31 აგვისტოს თანამდებობა დატოვა ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა. ეს გადაწყვეტილება მან თსუ–ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე გადასვლასთან დაკავშირებით მიიღო.  

„საკადრო ცვლილებები, რომელიც კვიტაშვილს შეეხო იმით აიხსნება, რომ ის გახდა თსუ–ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი... სხვა გადაადგილებები ამ ეტაპზე არ განხორციელებულა“, – განაცხადა მჭედლიშვილმა. 

ყველა ახალი ამბავი
0