აფხაზეთში რუსულ სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა – მედია

გამოწერა
ოთხშაბათს დილით გალის რაიონის დაბალი ზონის სოფელ კოხორაში განლაგებულ რუსულ ბაზაზე აფეთქება მოხდა, – იუწყება ქართული მედია.

თბილისი, 1 სექტემბერი. „ახალი ამბები - საქართველო“. ოთხშაბათს დილით გალის რაიონის დაბალი ზონის სოფელ კოხორაში განლაგებულ რუსულ ბაზაზე აფეთქება მოხდა, – იუწყება ქართული მედია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აფეთქდა იარაღების საწყობი, საიდანაც აალება საწვავის საწყობზე გადავიდა. 

საინფორმაციო–ანალიტიკური პორტალის „გრუზია ონლაინის“ ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობაში ამოქმედებულია ვერტმფრენები. ასევე ცხადდება, რომ აფეთქების ზონაში იმყოფებიან რუსი სამხედრო მოსამსახურეები, რომელთა გამოყვანაც ვერ ხერხდება. ხანძარი სოფელ კოხორასაც ემუქრება.

რუსულ მხარეს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია ქართული მედიის განცხადებებზე.

ყველა ახალი ამბავი
0