თბილისი, 31 აგვისტო. „ახალი ამბები - საქართველო“. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ პოტენციურ ალტერნატიულ ჩამონათვალში შემავალი ხუნევი ჰესის მშენებლობით თურქული კომპანია Unal Insaat VE Ticaret A.S დაინტერესდა.
როგორც „ახალი ამბები – საქართველოს“ კორესპონდენტს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში განუცხადეს, კომპანიამ უკვე შეიტანა განაცხადი სამინისტროში. განაცხადების მიღება 2010 წლის 21 სექტემბერს შეწყდება.
11,3 მბტ დადგენილი სიმძლავრის ხუნევი ჰესის მშენებლობა იმერეთში, მდინარე ძირულაზე იგგემება.