ბაქო ინფორმაციას მიაწვდის ეუთოს სომხეთის მილიტარიზაციის შესახებ

გამოწერა
ეუთოს ხელმძღვანელობა ინფორმირებული იქნება რუსეთის მხრიდან სომხეთის მილიტარიზაციის შესახებ, განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ბახარ მურადოვამ.

ბაქო, 30 აგვისტო. „ახალი ამბები - საქართველო“. ეუთოს ხელმძღვანელობა ინფორმირებული იქნება რუსეთის მხრიდან სომხეთის მილიტარიზაციის შესახებ, განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანული დელეგაციის ხელმძღვანელმა, აზერბაიჯანის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ბახარ მურადოვამ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის დროს წამოჭრილი იქნება სომხეთსა და რუსეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის საკითხი. ჩვენ ასევ გამოვთქვამთ ჩვენს შეშფოთებას, სამხრეთ კავკასიაში რუსი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მურადოვამ.

მისი თქმითყოველი სესიის დროს ეუთოს სივრცეში არსებული კონფლიქტები ყოველთვის დღის წესრიგშია შეტანილი, „ამჯერადაც ასე იქნება“.

როგორც მინიმუმი, მუდმივი კომიტეტის სხდომაზე თანამომხსენებლები, სპეციალური წარმომადგენლები აღნიშნულ საკითხზე (ყარაბაღის კონფლიქტეზე) ანგარიშს წარმოადგენენ, ასევე ინფორმაციას მიაწვდიან კომიტეტს პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის ეუთოს მინსკის ჯგუფის საქმიანობის შესახებ“, - აღნიშნა მურადოვამ.

ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ განხილვის დროს აზერბაიჯანული დელეგაცია გამოთქვამს თავის პოზიციას განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით.

ყველა ახალი ამბავი
0