საქართველო ავიამიმოსვლების უსაფრთხოების ნორმებს ამკაცრებს

გამოწერა
საქართველომ უნდა გაამკაცროს საავიაციო უსაფრთხოების ნორმები, განაცხადა ორშაბათს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში აჭარის ხელმძღვანელობასთან და ეკონომიკის მინისტრთან ვერა ქობალიასთან შეხვედრისას.

 

თბილისი, 30 აგვისტო - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. საქართველომ უნდა გაამკაცროს საავიაციო უსაფრთხოების ნორმები, განაცხადა ორშაბათს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში აჭარის ხელმძღვანელობასთან და ეკონომიკის მინისტრთან ვერა ქობალიასთან შეხვედრისას.

სააკაშვილმა მთავრობას პარლამენტში ყველა აუცილებელი კანონპროექტის შეტანის დავალება მისცა.

პრეზიდენტის კომენტარები ეკონომიკის მინისტრის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ, ფრენების უსაფრთხოების ევროკავშირის ფარგლებში დადგენილი ნორმების შეუსაბამობის გამო, არის საშიშროება, ევროკავშირმა საქართველო ”შავ სიაში” შეიყვანოს.

”ჩვენ ავიღეთ ეკონომიკის საყოველთაო ლიბერალიზაციის კურსი, მაგრამ, ამასთან, ყოვლად დაუშვებელია ტექნიკური ლიბერალიზაცია. ეს გასულ წლებში დაშვებული დიდი შეცდომა იყო. ამიტომ გავალებთ, საავიაციო უსაფრთხოების გამკაცრების მიზნით, პარლამენტში აუცილებელი კანონპროექტები დაუყოვნებლივ შეიტანოთ”, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში არიან ავიაკომპანიები, რომლებიც უსაფრთხოების აუცილებელ ნორმებს არ იცავენ.

”ეს ეკონომიკის სამინისტროში გასული ხელმძღვანელობის დროს არაპროფესიონალიზმის პრობლემაა, როცა საავიაციო დეპარტამენტი მხოლოდ გარკვეული პირების დასაქმებისთვის გამოიყენებოდა და არა პროფესიონალების მისაზიდად”, - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ თავისი ინფორმაციით, საკადრო პოლიტიკა უკვე გადაწყვეტილია. 

ყველა ახალი ამბავი
0