გიორგი დანელიამ რუსეთში ქართველთა კავშირის პრემია მიიღო

გამოწერა
რუსეთის დედაქალაქში რუსული კინოს ”მოსკოვური პრემიერის” მე-8 ფესტივალის გახსნის მსვლელობისას ფესტივალის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა პატივი მიაგეს ცნობილ ქართველ რეჟისორს გიორგი დანელიას, რომელსაც 2010 წლის 25 აგვისტოს 80 წელი შეუსრულდა, აღნიშნულია რუსეთში ქართველთა კავშირის ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.

 

თბილისი, 30 აგვისტო - ”ახალი ამბები - საქართველო”. რუსეთის დედაქალაქში რუსული კინოს ”მოსკოვური პრემიერის” მე-8 ფესტივალის გახსნის მსვლელობისას ფესტივალის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა პატივი მიაგეს ცნობილ ქართველ რეჟისორს გიორგი დანელიას, რომელსაც 2010 წლის 25 აგვისტოს 80 წელი შეუსრულდა, აღნიშნულია რუსეთში ქართველთა კავშირის ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.

ფესტივალის გახსნის დღეს, 27 აგვისტოს მოსკოვის კინოს სახლში სტუმრებს ქართული სიმღერებით და ცეკვებით ხვდებოდნენ. რეჟისორს მრავალმა რუსმა მსახიობმა, მუსიკოსმა, ოფიციალურმა პირმა მიულოცა. რუსეთში ქართველთა კავშირი გიორგი დანელიას მთავარი პრემიის დამფუძნებელი გახდა, აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც თავის მილოცვაში რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტმა მიხეილ ხუბუტიამ აღნიშნა, ”დანელიას ფილმები სიკეთით არის გამსჭვალული, ჩვენს ცხოვრებას სინათლით და სიყვარულით აღავსებს. უნიკალურმა რეჟისორულმა ნიჭმა მისცა მას შეექმნა კინოფირები, რომლებიც მსოფლიო ხელოვნების საგანძურში შევიდა”.

”მთავარია, რომ თქვენი შემოქმედება აშკარას ხდის მთავარ პრინციპს: ”ხელოვნება საზღვრებს გარეშე”. მოზრდილები და ბავშვები სიამოვნებით უყურებენ ”აფონიას” და ”ქინ-ძა-ძას”. მოსკოვის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმის ავტორმა მილიონებს შეაყვარა საქართველო”, - განაცხადა ხუბუტიამ რეჟისორისადმი მიმართვისას.

”კინოფილმების ”მიმინო”, ”პასპორტი”, ”ფორტუნა” წყალობით რუსი მაყურებელი მზიან, სიხარულით აღსავსე და მრავალხმიან საქართველოს ჩასწვდა სულში. რადგანაც დანელიას ფილმები არის როგორც რუსეთის, ისე საქართველოს ეკრანებზე, ჩვენ ვერ დაგვაშორებენ ერთმანეთს”, - მიიჩნევს კავშირის ხელმძღვანელი.

კინოფესტივალი ”მოსკოვური პრემიერა” 27 აგვისტოს - რუსული კინოს დღეს გაიხსნა და 5 სექტემბერს - ქალაქის დღეს დასრულდება. სულ ნაჩვენები იქნება დაახლოებით ასი სურათი. რუსული ფილმების გარდა კინოჩვენებაზე წარმოდგენილი იქნება ფილმები დსთ-ის და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან.

ყველა ახალი ამბავი
0