ტატიშვილისთვის US Open–ის ძირითად ბადეში მოხვედრა ონდრაშკოვაზე გამარჯვებით არის შესაძლებელი

გამოწერა
ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა მეორე გამარჯვებას მიაღწია დაწყებით საკვალიფიკაციო რაუნდში აშშ–ის ღია პირველობაზე. მან მძიმე ბრძოლაში დაამარცხა 30 ნომრად განთესილი გამოცდილი გერმანელი ანა–ლენა გროენფელდი.

თბილისი, 27 აგვისტო. „ახალი ამბები - საქართველო“, მურად ალაშვილი. ქართველმა ჩოგბურთელმა ანა ტატიშვილმა მეორე გამარჯვებას მიაღწია დაწყებით საკვალიფიკაციო რაუნდში აშშ–ის ღია პირველობაზე. მან მძიმე ბრძოლაში დაამარცხა 30 ნომრად განთესილი გამოცდილი გერმანელი ანა–ლენა გროენფელდი.

შეხვედრა 2 საათსა და 8 წუთს გრძელდებოდა, ქართველ ჩოგბურთელს მთელი თავისი ძალის მობილიზება დასჭირდა, რათა 25 წლის გერმანელის წინააღმდეგობა გაეტეხა – 7:6 (7:5), 3:6, 7:5.

საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ მატჩში 20 წლის ტატიშვილი საფრანგეთის სახელით მოასპარეზე სერბ ჩოგბურთელ ირენა პავლოვიჩს შეხვდა და 1 საათსა და 22 წუთში დიდი შრომის გარეშე გაუსწორდა მას – 6:2, 6:3.

ძირითად ბადეში გადასასვლელად ამჟამად ტატიშვილმა მე–13 ნომრად განთესილ ჩეხ ზუზანა ონდრაშკოვას უნდა სძლიოს. 30 წლის ჩეხმა ჩოგბურთელმა უკვე სძლია ამერიკელ ალექსანდრა მიულერს (6:4, 6:1) და სლოან სტივენსს (6:3, 7:5).

ქართველი და ჩეხი ჩოგბურთელები ერთმანეთს პირველად ხვდებიან. ბუკმეიკერები მეტოქეების შანსებს თანაბრად აფასებენ (1.9-1.9).

სამწუხაროდ, დანარჩენმა ორმა ქართველმა ჩოგბურთელმა ვერ შეძლეს საკვალიფიკაციო რაუნდის გადალახვა: მაკა ჩახნაშვილი და ოქსანა კალაშნიკოვა პირველი მარცხის შემდეგ შეჯიბრიდან გავარდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0