თურქეთის მოქალაქემ საქართველოს ბიუჯეტის სასარგებლოდ 2 ათასი დოლარი გადაიხადა

გამოწერა
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისას საქართველოს მესაზღვრეების მიერ დაკავებულმა თურქეთის მოქალაქემ საქართველოს ბიუჯეტის სასარგებლოდ 4 ათასი ლარი გადაიხადა.

თბილისი, 27 აგვისტო. „ახალი ამბები - საქართველო“, ანა თუთბერიძე. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისას საქართველოს მესაზღვრეების მიერ დაკავებულმა თურქეთის მოქალაქემ საქართველოს ბიუჯეტის სასარგებლოდ 4 ათასი ლარი გადაიხადა, განუცხადეს „ახალი ამბები – საქართველოს“ კორესპონდენტს სასაზღვრო პოლიციაში პარასკევს.

პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულმა ჩენგიზ კირიჩმა, ჯარიმის გადახდამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურასთან პროცესუალური შეთანხმება გააფორმა.

თურქეთის მოქალაქე სასაზღვრო პოლიციის ბათუმის ოპერატიულ–საგამოძიებო სამმართველოს და სახმელეთო საზღვრის დაცვის სამმართველოს თანამშრომლების მიერ 11 აგვისტოს იქნა დაკავებული.

ყველა ახალი ამბავი
0